“ბოლომდე ვიბრძოლებ!” – ირაკლი აბუსერიძე

ძალადობით და ხელის გადაგრეხვით უნდათ მიაღწიონ იმ მიზანს, რაც ქართულ რაგბს და ღირსებას არ შეესაბამისება, – ასე აფასებს ირაკლი აბუსერიძე „ექსპო ჯორჯიაში” განვითარებულ პროცესებს, სადაც რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს.

მისი თქმით, ეს არის უსამართლობა და იბრძოლებს მანამდე, ვიდრე სამართალი არ გაიმარჯვებს.

„ეს არის უსამართლობა და მარაზმი. ეს არ არის რაგბის არჩევნები, ეს სხვა რამეში გადაიზარდა. დაპირიპისპირება და პროვოკაცია წამოვიდა მათი მხრიდან. ჩვენი მომხრეები იდგნენ შესასვლელთან და ამ მომენტში დაიწყო ეს დაპირისპირება. მოძალადეებს ჩვენ გვეძახიან და ძალადობით და ხელის გადაგრეხვით უნდათ მიაღწიონ იმ მიზანს, რაც ქართულ რაგბს და ღირსებას არ შეესაბამება. ვიბრძოლებ ბოლომდე ვიდრე და სამართალი არ გაიმარჯვებს. ამ უსამართლობას არ დავუთმობთ“ , – განაცხადა აბუსერიძემ.

რამდენიმე წუთის წინ დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაპირისპირების მიზეზი რაგბის პრეზიდენტობის კანდიდატის სოსო ტყემალაძის მისვლა გახდა. ადგილზე შეკრებილები ტყემალაძესთან მიახლოებას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

მსგავსი თემები