„მაგარი გადარჩენილები ვართ, ოჯახის სტომატოლოგი რომ დაგვინიშნეს ჯანდაცვის მინისტრად და არა ოჯახის ფსიქიატრი“ -ირაკლი ოქრუაშვილი ბერა ივანიშვილის ინტერვიუზე

„შეგინების სურვილს რომ დაკარგავ და სიბრალულის გრძნობა გაგიჩნდება, მასე ვარ იმ ბავშვის წუხანდელი ბჟუტურის შემდეგ,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი წერს.

პოლიტიკოსი ტელეკომპანია იმედზე იმ თოქშოუს ეხმაურება, რომელშიც ბერა ივანიშვილი ჩაერთო.

„ჰაიდლაინებს გადავავლე თვალი, თორემ მაგას რა მაყურებინებდა). მინიმუმ მამა-შვილი სერიოზული სამკურნალო არიან.

ჩვენ კიდევ მაგარი გადარჩენილები ვართ, ოჯახის სტომატოლოგი რომ დაგვინიშნეს ჯანდაცვის მინისტრად და არა ოჯახის ფსიქიატრი,“ წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები