„სამართალი კი არ აღსრულდა, სამართალი დასრულდა“ – ადვოკატი ვასილ მამულაშვილი

  •  

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი მოსამართლეს გვამს უწოდებს და დავას სტრასბურგში აგრძელებს.

„სამართალი კი არ აღსრულდა, სამართალი დღეს დასრულდა,  სამართლიანობა დასრულდა, თუმცა, აუცილებლად აღდგება სამართლიანობა,თუ არა საქართველოში, აუცილებლად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმედი გვაქვს. აპელაცია და კასაცია ისეთივე გვამებია, როგორც მოსამართლე სტურუა“ – განაცხა მამულაშვილმა განაჩენის გამოცხადების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ მცხეთის სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი დღეს გამოაცხადა და სამივე სრულწლოვანს 16 წლიანი სასჯელი მიუსაჯა. არასრულწლოვნების სასჯელის ზომა კი 16 მარტს გამოცხადდება.     

მსგავსი თემები