მცხეთის საქალაქო სასამართლოსთან დაპირისპირებაა

ამ წუთებში, მცხეთის საქალაქო სასამართლოს შენობის წინ დაპირისპირებაა. სამართალდამცველებმა ერთი ადამიანი დააკავეს. ადგილზე სამართალდამცველების მაქსიმალური მობილიზება იყო, რადგანაც მოსამართლემ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ხუთივე ბრალდებულის განაჩენი გამოაცხადა.

ხუთიდან 3 ბრალდებულის – არჩილ გაგნიძის, ნიკოლოზ რევაზიშვილისა და ვახტანგ ჩიქოვანს 16 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. 2 არასრულწლოვნის საქმეზე განაჩენი კი 16 მარტს გამოცხადდება, თუმცა, სასამართლო ისინიც ბრალდებულებად სცნო.

განაჩენის გამოცხადებას სასამართლოში ხმაური მოჰყვა, რომელის სასამართლოს ეზოში გაგრძელდა.

მსგავსი თემები