ცოლ-ქმრის ფიზიკური დაპირისპირებისას 1 წლამდე ბავშვი გარდაიცვალა

გურჯაანში, მეუღლეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებისას, ჩვილი, რომელიც დედას ხელში ეკავა, გარდაიცვალა. მოძალადე ბავშვის მამა დაკავებულია. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ოჯახური კონფლიქტი ცოლ-ქმარს ხშირად ჰქონდა.  ეს მათი მეორე ქორწინებაა. მათი თქმით, მამაკაცი ხშირად სვამდა და მეუღლეს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. მათივე თქმით, მამა შვილებზეც ხშირად ძალადობდა და ბავშვები ნაცემები, დალურჯებულები არაერთხელ უნახავთ.

მოძალადე მამაკაცი დაკავებულია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, კონფლიქტის დროს, ბავშვი დედას ხელში ჰყავდა აყვანილი. 

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 1996 წელს დაბადებულ მეუღლეს ოჯახური კონფლიქტის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული კონფლიქტის დროს ქალს ხელში ჰყავდა შვილი – 2020 წელს დაბადებული ბავშვი, რომელმაც გონება დაკარგა და გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს“ – აცხადებენ უწყებაში.

მსგავსი თემები