„მყინვარების დნობაზე „ნამახვანის“ წყალსაცავის გავლენას არ მოახდენს“ – ლევან დავითაშვილი

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, „ნამახვანის“ წყალსაცავი მყინვარის დნობაზე გავლენას ვერ იქონიებს. ეს განცხადება მინისტრმა პარლამენტში გააკეთა.    

„უწყობს თუ არა ეს წყალსაცავი მყინვარის დნობას ხელს? არსებობს ბევრი სამეცნიერო მასალა, მათ შორის ძალიან ბევრი ქართველი მეცნიერის და კლიმატის ცვლილების მოდელირება არის გაკეთებული ძალიან დეტალურად, დაფუძნებული ასევე იმ გამოცდილებაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს ენგურჰესიდან.

მდ. ენგურზე,  ჯვრის წყალსაცავის, რომლის სარკის ზედაპირის ფართობი  დაახლოებით 2.5 – ჯერ აღემატება ნამახვანის საპროექტო წყალსაცავის ზედაპირის ფართობს,  ატმოსფერული ჰაერის ტემპერატურაზე და სინოტივეზე წყალსაცავის არსებითი გავლენა წყალსაცავის კიდიდან მხოლოდ 500 მ – ით, ხოლო მცირე გავლენა 5 კმ – ით შემოიფარგლება.

საპროექტო წყალსაცავის (ნამახვანის) უკიდურესი ჩრდილოეთი ნაპირიდან უახლოეს მყინვარებამდე მანძილი 70 კმ-ის ფარგლებშია, რაც არსებითად სცდება ზემოთხსენებულ მიკროკლიმატურ მასშტაბს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მყინვარების დნობაზე ნამახვანის წყალსაცავის გავლენა პრაქტიკულად გამორიცხულია“ – განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი თემები