პარკირების ზონაში ეკონომიკური საქმიანობისთვის პირები დაჯარიმდებიან 

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, ქალაქის ეკონომიკურად აქტიურ, განსაკუთრებით კი ტურისტულ ზონებში, ხშირია შემთხვევები, როდესაც მუნიციპალურ პარკინგს ისეთი სატრანსპორტო თუ სხვა მოძრავი საშუალებები იკავებენ, რომლებსაც მათი მფლობელები ეკონომიკური საქმიანობისთვის იყენებენ. ზოგ შემთხვევაში, საქმე ეხება ვიზების გაცემას, ტურისტულ მომსახურებას, თუ სხვა.

​როგორც კახა კალაძე აცხადებს, პარკინგი, თავისი შინაარსით, არის იმისთვის, რომ მოქალაქემ ისარგებლოს და ავტომობილი ქუჩის განსაზღვრულ ადგილას უპრობლემოდ გააჩეროს.

მისივე თქმით, დედაქალაქში საკმაოდ ბევრი ადგილია გამოყოფილი ეკონომიკური საქმიანობისთვის და მსურველებს, მათი შესაბამისად გამოყენება შეუძლიათ. კანონდარღვევისთვის გამოიწერება ჯარიმა. ” რათა ეს ყველაფერი მოწესრიგდეს“, – აცხადებს კალაძე.

​​თბილისის მერმა, დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელებს მოუწოდებს, მუნიციპალური პარკირებისთვის გამოყოფილ ადგილებზე ეკონომიკური საქმიანობის შემთხვევებთან დაკავშირებით, კანონით გათვალისწინებული უფლებებით იმოქმედონ.

“ალბათ, ყველას შეგიმჩნევიათ, საპარკინგე ადგილებზე მისაბმელიანი მანქანები დგანან. ზოგ შემთხვევაში, საქმე ეხება ვიზების გაცემას, ზოგ შემთხვევაში, ტურისტულ მომსახურებას. ეს არის ჩვეულებრივი ეკონომიკური საქმიანობა. პარკინგი, თავისი შინაარსით, არის იმისთვის, რომ მოქალაქემ ისარგებლოს და პარკირება განახორციელოს. კანონით, აქ შეზღუდულია ეკონომიკური საქმიანობა. შესაბამისად, რეაგირება განახორციელეთ, იმოქმედეთ, რათა ადამიანებს მიეცეთ იმის შესაძლებლობა, მუნიციპალური პარკირების კონკრეტული ლოკაციებით ისარგებლონ და ეს ადგილი არ იყოს გამოყენებული ეკონომიკური საქმიანობისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები