“ინფორმაცია, თითქოს ვტოვებ მერის თანამდებობას და პარტიას, სიცრუეა” – კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან კიდევ ერთხელ გააკეთა განმარტება თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე და მას ტყუილი უწოდა.

მისი თქმით, ის არჩეული მერია და არსად წასვლას არ აპირებს.

„ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გავაკეთე განცხადება, რომ ეს არის არასწორი ინფორმაცია. მიზანმიმართულად ხდება სიცრუის გავრცელება. ახლო მომავალში, როდესაც მოვა ამის დრო, ყველაფერს გაიგებთ იმასთან დაკავშირებით, მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას თუ არა. მე არასდროს არ გადამიდგამს ისეთი ნაბიჯები, რაც მალულად ან ჩუმად მოხდებოდა. ყველაფერი იქნება ცხადი, როდესაც ამის დრო მოვა. ყველაფერს აქვს თავისი დრო. დღეს ადრეა ამაზე საუბარი, ნუ ვჩქარობთ. მე დიდი პასუხიმგებლობა მაქვს აღებული თბილისზე და თბილისელებზე, ბევრ პროექტს ვახორციელებ, შესაბამისად, გადაწყვეტილება, როდესაც იქნება მიღებული, გეცნობებათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები