თბილისში, ლოტკინის ხევის ქუჩის კაპიტალური რესტავრაცია იგეგმება 

თბილისის ნაძალადევის რაიონში, ლოტკინის ხევის ქუჩაზე გზის კაპიტალური სარესტავრაციო სამუშაოები  დაიწყება. მანამდე კი ლოტკინის ხევის ქუჩის N38-ში, 15 მ სიგრძისა და 4,5 მ სიმაღლის გზის დამჭერი საყრდენი კედელი აშენდა. კედლის გასწვრივ მოეწყო ლითონის ღობე.
როგორც “სითი კვირად” გამგეობაში განუცხადეს, კედლის მშენებლობის საპროექტო ღირებულება 54 961 ლარია.
მათივე ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ფინანსდება. ამავე ქუჩაზე, გამგეობის დაკვეთით, კიდევ ორი გზის დამჭერი კედელია აშენებული.

მსგავსი თემები