ავტოკოლონები მსვლელობას მართავენ

სამოქალაქო სექტორი, აქტივისტები და ოპოზიური პარტიის წარმომადგენლები ავტომანქანებით მსვლელობას მართავენ. ერთი ჯგუფი ავლაბრის მეტროდან დაიძრა, მეორე კი გლდანიდან.

ისინი ქვეყანაში არსებულ უსამართლობას აპროტესტებენ და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ. ასევე, მათი მოთხოვნაა ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება და დაიწყოს გამოძიება გავრცელებულ ფარულ სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით, სადაც ბერა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებს.

მსგავსი თემები