ხვალ რესტორნები იხსნება ცოცხალი მუსიკის გარეშე  

ხვალიდან რესტორნებისა და კაფე-ბარების დახურული სივრცეების იხსნება. შეზღუდვა ცოცხალ მუსიკას ეხება, რომელიც აპრილამდე ისევ შეზღუდული იქნება.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ცოცხალი შესრულება მეტი ხალხის მობილიზებას იწვევს, რაც ინფიცირების რისკს ზრდის.

„მიუხედავად იმისა, რომ 8 მარტიდან იხსნება შიდა სივრცეებში სარესტორნო ბიზნესი, კვების ობიექტები, პირველ აპრილამდე კვლავ შეზღუდვად რჩება ცოცხალი მუსიკის შესრულება, ვინაიდან ეს დამატებით იწვევს ღონისძიების მასშტაბის ზრდას და ასევე, როდესაც ასეთი კულტურული ღონისძიება ტარდება, მასშტაბი გაცილებით დიდია და ამ პროცესში ხალხის მობილობის, ისევე როგორც რეგულაციების დაცვა ძალიან ძნელია”, – აცხადებს ფერაძე.

რაც შეეხება ე.წ. კომენდანტის საათს, ძალაში რჩება 21:00 საათიდან დილის 5:00 გადაადგილება  ისევ შეზღუდული იქნება.

მსგავსი თემები