„პროტესტანტებსა“ და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა  

ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან დაპირისპირებაა. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. აქციის მონაწილეები ცდილობენ, რეზიდენციისკენ მიმავალ კედლებზე წარწერები დატოვონ, როს საშუალებასაც მათ სამართალდამცველები არ აძლევენ.    

წარწერა “მკვლელებო”, რის დაწერასაც აქტივისტები ცდილობდნენ, ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

აქციის მონაწილეები „სკანდირებენ“:  “მონებო”… „ბერას მონებო“… „ბერა კრიმინალია“.

შეგახსენებთ, რომ აქცია სპონტანურად მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ერთ-ერთი ტელევიზიით ფარული სატელეფონი ჩანაწერი გავრცელდა, სადაც ბერა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებს და რომელიც ფიზიკურ ანგარიშსწორებას ეხება.

აქციის მონაწილეები ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ვადამდე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ.   

მსგავსი თემები