“ვითხოვთ დაუყოვნებლივ რიგგარეშე არჩევნებს!“, – კახა ოქრიაშვილი

პარლამენტის ყოფილი წევრი, პარტია “პროგრესი და თავისუფლებას“ ხელმძღვანელი კახა ოქრიაშვილი დაუყოვნებლივ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს და აღნიშნულის მიზეზად “TV პირველის“ ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერებს ასახელებს, სადაც პრემიერ-მინისტრი და ბერა ივანიშვილი ფიგურირებს.  

“სულ რომ არაფერი ვთქვათ კრიმინალის, სუს-ისა და პოლიციის ჩართულობით გაყალბებულ არჩევნებზე და წინა პრემიერის, გიორგი გახარიას გადადგომაზე, რომელმაც სწორედ პოლიტიკური ნიშნით ძალადობა და უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის ოფისზე თავდასხმა გააპროტესტა, მხოლოდ ეს ჩანაწერები წარმოადგენს საფუძველს რიგგარეშე არჩევნების ჩასატარებლად. პლებისციტის დრო ქვეყანაში აღარ არის, ვითხოვთ დაუყოვნებლივ რიგგარეშე არჩევნებს!“ – ვკითხულობთ კახა ოქრიაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები