პლებისციტი არის „წითელი ხაზი,“ რასაც „ქართული ოცნება“ არ დათანხმდება

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს დასრულების შემდეგ, ფრაქციის თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ პლებისციტი ის საკითხია, რომელსაც „ქართული ოცნება“ არ დათანხმდება.

მამუკა მდინარაძის თქმით, პლებისციტი სწორედ ერთ-ერთი „წითელი ხაზია“ რომელიც ვერ გადაიკვეთება.

„ერთადერთი თემა, ერთადერთი საკითხი, რომელიც მათ დააყენეს და დღესაც ცდილობენ კომპრომისულ ნაბიჯად „გაყიდონ“, ეს არის პლებისციტი. ეს ვერ გაიყიდება და ვერ შეფასდება კომპრომისად, ვერც გადმოდგმულ ნაბიჯად, იქედან გამომდინარე, რომ პლებისციტი არის წარმოუდგენელი წინადადება“ – განაცხადა მდინარაძემ მედიასთან პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მისივე შეფასებით, აღნიშნული მოთხოვნა წარმოუდგენელი ნონსენსია.

„წარმოუდგენელი ნონსენსია. შესაბამისად, როდესაც მთავრობის დაკომპლექტებას არ სჭირდება ლეგიტიმაცია 50%+1 ხმა, ამ დროს ხელახალ არჩევნებზე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ვიმსჯელოთ, რომ პლებისციტმა ასე გადაწყვიტოს, მსგავსი წინადადების დაყენება უბრალოდ არარაციონალურია და ემსახურება გაყიდვას რაციონალურ ნაბიჯად, მეტს არაფერს. რა თქმა უნდა, ეს შეგიძლიათ თქვენ შეაფასოთ როგორც „წითელი ხაზი“, – განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები