„მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში ოპოზიციის წარმომად​გენლები გარკვეულ კომპრომისულ ნაბიჯს გადმოდგამენ“ – მდინარაძე

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა დასრულდა როგორც ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხდა, ოპოზიცია მზადაა კომპრომისზე წავიდეს და ეს რამდენიმე დღეში მოხდება.  

„გვაქვს გონივრული მოლოდინი და გარკვეული ინფორმაციაც, რომ უახლოეს დღეებში, მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლები გარკვეულ კომპრომისულ ნაბიჯს გადმოდგამენ და ისინი დააყენებენ კონკრეტულ წინადადებებს. როგორც ჩვენ ვამბობდით ამ დღეების განმავლობაში, იქნება მართლაც კომპრომისული ნაბიჯები, რაზეც შეიძლება მსჯელობა. არის საკითხები, რაზეც დათქმების გარეშე შეიძლება მსჯელობა და არის საკითხები, რაზეც უკვე რეალიზებაშია მოყვანილი, მაგალითად, საარჩევნო რეფორმა“, – განაცხადა მდინარაძემ მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის პოლიტიკური საბჭო დღეს საგანგებო რეჟიმში შეიკრიბა.   

მსგავსი თემები