კორონავირუსით ინფიცირების აქტიური შემთხვევა – 2 680 ადამიანი

ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა  2 680-ია. აქედან: 1 387 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  688, აჭარაში – 158, იმერეთში – 233. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 267 პირი, მათ შორის, თბილისში – 107, აჭარაში – 29, იმერეთში – 71. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 79 პირი, მათგან თბილისში – 54, აჭარაში- 2, იმერეთში – 9. 142 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 102 – თბილისში, 24 – აჭარაში, 9 – იმერეთში. 1 151 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 312 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 153, ხოლო აჭარაში – 19.

სულ  6 ოქტომბრიდან – 5 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 510 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 174 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 789 პირი, აჭარაში – 560, იმერეთში – 691.

მსგავსი თემები