„ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა“ – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ქვეყანაში ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ქვეყანაში „ფაიზერის“ ვაქცინა მარტში შემოვა.

„დღეს შედგა კომუნიკაცია „ფაიზერთან.“ ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში. ამდენად, მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა „ფაიზერის“ მიმართულებით დაიწყება. სიახლეა „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებითაც. „იუნისეფმა“ მიიღო „ასტრაზენეკასგან“ დასტური და იმ 129 600 დოზიდან, რომელიც მაისის ბოლომდე უნდა მიგვეღო, პირველი ნაწილი შემოვა მარტის ბოლომდე და ესეც მოსალოდნელია, რომ 22 მარტის კვირაში მივა „იუნისეფთან და შემდეგ გამოიგზავნება საქართველოში ამსტერდამის განაწილების ცენტრიდან“ –  განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე განმარტებით, როგორც არაერთხელ გაჟღერდა, პირველი პარტია მხოლოდ სამედიცინო პერსონალისთვის იქნება.

„პირველი მოწოდება იქნება სამედიცინო პერსონალისთვის და მათ საჭიროებას დაფარვას“ – აღნიშნა გაბუნიამ.

მსგავსი თემები