“არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?” – თეა წულუკიანი

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის მორიგი ეტაპის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ დიალოგის საჭიროებას ისიც იზიარებს, თუმცა დეტალებზე საუბარს არ აპირებს, რადგან მოლაპარაკებაში მონაწილე პირი არაა:

“მე რომ ახლა გითხრათ, რომ პლებისციტს ვემხრობი და რიგგარეშე არჩევნები წითელი ხაზია და არ უნდა ჩატარდეს, ეს იქნება, რომ მე და თქვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას და არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე. ამიტომ დაველოდოთ რეალური დიალოგი როდის შედგება. მნიშვნელოვანია, რომ ყველა სიტყვას ჰქონდეს თავისი სწორი მნიშვნელობა, მე მაგალითად, ვერ ვხვდები ვის უნდა შევურიგდე და რაზე უნდა შევურიგდე, მაგრამ ის, რომ დიალოგი უნდა შედგეს, ამას მეც ვიზიარებ და ეს დიალოგის კარი”ქართულმა ოცნებამ” რომ გააღო ფართოდ, კვლავ ღიაა,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი თემები