კრემლი საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესებით კმაყოფილია

საქართველო – რუსეთ შორის ურთიერთობების მოწესრიგებაზე განცხადებას ამჯერად  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელი მარია ზახაროვა აკეთებს.
მისი შეფასებით : „რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები თანდათანობით უმჯობესდება.  როდესაც 2012 წელს “ქართული ოცნების” მთავრობამ დაინტერესება გამოხატა რუსეთთან ურთიერთობების კრიზისიდან გამოყვანაზე, ჩვენ ამას დაუყოვნებლივ გამოვეხმაურეთ. დაიწყო ნირმალიზების პროცესი, რამაც ამ წლების განმავლობაში პოზიტიური შედეგები მოიტანა”.

კრემლის ოფიციალური წარმომადგენელი არჩილ ტატუნაშილის ტრაგიკულ ისტორიასაც ეხმიანება და აცხადებს, რომ აღნიშნული მიზეზით პროცესები ვერ შეფერხდება.

„ტატუნაშვილის საქმე ამ პოზიტიური შედეგების უკუქცევას ვერ გამოიწვევს. ურთიერთობების გაუმჯობესება ბევრს საქართველოში და განსაკუთრებით საქართველოს საზღვრებს გარეთ არ მოსწონს. გასაკვირი არაა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესების მოწინააღმდეგებმა აიტაცეს ტატუნაშვილის საქმე. მაგრამ ამ საქმის ირგვლივ ცინიკური პროპაგანდისტური სპეკულაციების მიუხედავად ურთიერთობების უკუქცევა ვერ შეძლეს”, – აღნიშნა ზახაროვამ.

 

 

მსგავსი თემები