„მარიხუანას 12 წლიდან  მოხმარება კატასტროფულად გაიზარდა“ – დეპუტატი მირიან წიკლაური

„მარიხუანას მოხმარების გამო, ტოქსიკოლოგიის ცენტრში უამრავი ახალგაზრდა მიჰყავთ. მათ შორის, ძალიან ბევრი არასრულწლოვანია“ – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ექიმმა  მირიან  წიკლაურმა “მედიაცენტრ მთავარში“  გააკეთა.

დეპუტატმა ერთ-ერთი ბოლო, კონკრეტული ფაქტიც დაასახელა და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში, ბავშვები გადაარჩინეს.

„ერთ-ერთ კონკრეტულ შემთხვევას გეტყვით, ავტოფარეხში შესული იყო 6 არასრულწლოვანი და კიდევ კარგი რომ მიუსწრეს, ნარკოტიკის ზემოქმედების გამო იღუპებოდნენ. კერძოდ, კი კანაფისის ზემოქმედების გამო. ოფიციალური სტატისტიკა ჯერ-ჯერობით არ მაქვს, მაგრამ ის მონაცემები, რაც მომდის ჯანდაცვის სამინისტროდან, შსს-დან და ჩემი ახლობლებისგან მომდის, მეტყველებს, რომ მოხმარება კატასტროფულად გაზრდილია, მათ შორის, არასრულწლოვნებში  12-დან 15 წლამდე“ – განაცხადა მირიან წიკლაურმა.

მისივე შეფასებით,  მარიხუანა ყველაზე მძიმედ მოქმედებს ადამიანის მდგომარეობაზე: „არ დაიჯეროთ, რომ მარიხუანა უმტკივნეულო ნარკოტიკია. ეს არის გაეროს მიერ პირველ სიაში შესული ნარკოტიკი. ეს არის ძალიან მძიმე შედეგების მომტანი, მითუმეტეს, ადრეულ ასაკში.  ის იწვევს ჭკუასუსტობას, გონებაჩლუგობას  სხვა ნარკოტიკებთან შედარებით“ – აღნიშნა დეპუტატმა

მსგავსი თემები