140 ქვეყანას შორის საქართველოც მოხვდა, რომელიც „ასტრაზენეკას“ ვაქცინას მიიღებს

  •  

5 მარტს, „ფაიზერის“ ოფისთან საქართველოს კომუნიკაცია ჩაინიშნა, სადაც გაირკვევა, დამატებით, რას ითხოვს „ფაიზერი“ საქართველოსგან, რომ ვაქცინის მიმღებ ქვეყნების სიაში მოხვდეს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით შეთანხმება უკვე არსებობს.

„2 მარტს „კოვაქსმა“ გამოაქვეყნა ვაქცინების განაწილების განახლებული სია, რომლის თანახმად, საქართველო 140 ქვეყანას შორისა, ვინც  „ასტრაზენეკას“ ვაქცინას 129 600 დოზას მაისის ბოლომდე მიიღებს.  ივნისის ბოლომდე კი დაზუსტდება ის დამატებითი რაოდენობა, რაც საქართველომ უნდა მიიღოს  საწყისი დაანონსებული რაოდენობიდან.  საუბარი 184 000-დან 375 000 დოზამდე, ზუსტად რა რაოდენობა დაემატება 126 000 დოზას, დაზუსტდება ისევ ივნისში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება „ფაიზერის“ ვაქცინას, დეტალები ხვალ გაირკვევა.

„ხვალ, 5 მარტისთვის ჩაინიშნა სატელეფონო ზარი „ფაიზერის“ ოფისთან, სადაც დაზუსტდება დამატებითი მოთხოვნები, რაც „ფაიზერს“ სურს, რომ განიხილოს ჩვენთან ერთად პასუხისმგებლობის გადაზღვევის ფინანსურ ნაწილში. შემდეგ უკვე გვექნება იმისი საშუალება, რომ შევთანხმდეთ დეტალურად, როგორი იქნება მოწოდების სქემა 29 000 დოზისთვის“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მსგავსი თემები