“გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ისე, რომ დავარწმუნოთ მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფი” – ლევან დავითაშვილი ნამახვანჰესზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ნამახვანჰესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაციის გარეშე ვერ მიიღება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რამდენადაც დიდი იქნება გამოწვევა, იმდენად დიდი იქნება მთავრობის პასუხი.

“ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა შევქმნათ სწორი, ობიექტური აზრი მოსახლეობის და პატივი უნდა ვცეთ მოსახლეობის აზრს. ეს არის, მეტი არაფერი. რამდენადაც დიდი იქნება გამოწვევა, იმდენად დიდი იქნება ჩვენი მხრიდან პასუხი. კომუნიკაციის გარეშე, რა თქმა უნდა ვერ მოვახერხებთ, გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ისე, რომ ჩვენ დავარწმუნოთ ჩვენი მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფი. ბევრი ჯგუფია – ადგილობრივი მაცხოვრებლები, სხვადასხვა ენთუზიასტები, ვითომ ექსპერტული ჯგუფები, ასეთივე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები,” – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს პრემიერმა ნამახვანჰესთან დაკავშირებით ნათია თურნავას და ლევან დავითაშვილს მოსახლეობასთან პირადად შეხვედრა სთხოვა.

მსგავსი თემები