“ეს ნეანდერტალელური აზროვნება და დიდი შეცდომაა” – ჯო ბაიდენი პირბადეების ტარების ვალდებულების გაუქმებაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტეხასის და მისისიპის შტატებში პირბადეების ტარების ვალდებულების გაუქმება გააკრიტიკა და ამ გადაწყვეტილებას “ნეანდერტალელური აზროვნება” და „დიდი შეცდომა“ უწოდა.

„ვფიქრობ, ეს დიდი შეცდომაა. პირბადეები, სოციალური დისტანცირება და სხვა ზომები კვლავ მნიშვნელოვანია, იმ როლის მიუხედავად, რასაც ვაქცინები პანდემიის შეჩერებაში ასრულებენ. ის, რაც ახლა ყველაზე ნაკლებად გვჭირდება, ნეანდერტალელური აზროვნებაა, იმის თქმა, რომ ყველაფერი კარგადაა, მოიხსენი პირბადე და დაივიწყე ის,“- აღნიშნა ბაიდენმა.

პრეზიდენტის კომენტარს ტეხასის და მისისიპის შტატების გუბერნატორები გამოეხმაურნენ.

”მისისიპელებს არ სჭირდებათ მწვრთნელები. რაოდენობის კლებასთან ერთად მათ შეუძლიათ შეაფასონ თავიანთი არჩევანი და მოუსმინონ ექსპერტებს. ვფიქრობ, უბრალოდ ვფიქრობ, რომ უნდა ვენდოთ ამერიკელებს და არა შეურაცხვყოთ ისინი,“- დაწერა მისისიპის გუბერნატორმა, „რესპუბლიკელმა“ ტეიტ რივზმა, „ტვიტერში“.

ტეხასის გუბერნატორის, გრეგ ებოტის, პრესსპიკერის განმარტებით კი „ტეხასელებს გარკვევით უთხრეს, რომ კოვიდი არ დასრულებულა.“

მსგავსი თემები