მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველო ვაქცინას გამონაკლისის წესით მიიღებს

„კოვაქსის“ პლატფორმაზე გამოქვეყნებული ალოკაციის სქემაში, სადა  140 ქვეყანაა ჩამოთვლილი, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს პირველ ეტაპზე მიიღებს, საქართველო ისევ არ არის.  როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, ჩვენ ვაქცინას გამონაკლისის წესით მივიღებთ.

„გუშინ „კოვაქსის“ პლატფორმაზე გამოქვეყნდა დაზუსტებული ალოკაციის სქემა „ასტრაზენეკასთვის“ და „ფაიზერისთვის“. 140 ქვეყანაა ალოკაციის სქემაში მოქცეული პირველ ეტაპზე ვაქცინების განაწილებისთვის.  აქედან 18 ქვეყანა არის იდენტიფიცირებული, მათ შორის საქართველო, რომელიც გამონაკლისის წესით მიიღებს „ფაიზერის“ ვაქცინას. „ფაიზერის“ ვაქცინასთან დამატებითი პირობის დასაზუსტებელი კონსულტაცია კვირის ბოლომდე გაიმართება და შემდეგ გვექნება საშუალება, კონკრეტულად ვისაუბროთ მოწოდების ვადებზე“ –  განაცხადა გაბუნიამ.

მსგავსი თემები