ოპოზიცია „ნაციონალების“ ოფისში შეიკრიბა და შემდგომ გეგმებს ათანხმებს  

ოპოზიცია შემდეგი სამოქმედო გეგმის შესაჯერებლად შეიკრიბა. ერთი ნაწილი რადიკალიზმის მომხრეა და აქციებსა და ბლოკირებას უჭერს მხარს, მეორე ნაწილი კი პროტესტს ემხრობა, თუმცა, ბლოკირებისა და დისკომფორტს შექმნის გარეშე.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, დღეს სწორედ იმისთვის შეიკრიბნენ, რომ ჩამოყალიბდნენ როგორ იმოქმედებენ.

„აქციები და პროტესტი გაგრძელდება. ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა გამოვხატოთ პროტესტი, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ პერსპექტივა არ ჩანს იმის თაობაზე, რომ ეს შეთანხმება შედგება, გამომდინარე იმ რიტორიკიდან, რაც გუშინ პრემიერ-მინისტრს ჰქონდა.

აქციები გაგრძელდება, უბრალოდ ჩვენ ვფიქრობთ და დღეს გადავწყვეტთ, რა ფორმით გაიმართება ეს აქციები, რომ კიდევ დამატებითი საბაბი არ მივცეთ ხელისუფლებას, თითქოს ოპოზიცია ცდილობდეს შეთანხმების ჩაშლას“ –  განაცხადა უდუმაშვილმა.

ოპოზიციური ლიდერები ამ წუთებში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში არიან შეკრებილები.

მსგავსი თემები