„ნამახვარჰესის“ საკითხზე შესაძლოა, მიმდინარე კვირაში იმსჯელონ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პარლამენტის სხდომაზე „ნამახვარჰესის“ საკითხზე ისაუბრა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რადგან ოპოზიცია და უმრავლესობა გამოდის მოთხოვნით, რომ ამაზე იყოს აქტიური დისკუსია პარლამენტში, მიმდინარე კვირას შეიძლება ამ საკითხის განხილვა.

„პარლამენტს აქვს ყველა შესაძლებლობა, რადგან ოპოზიციაც და უმრავლესობაც ამ შემთხვევაში გამოდის მოთხოვნით, რომ ამაზე იყოს უფრო აქტიური დისკუსია პარლამენტში. ეს განხილვის საგანია. მთავრობა არ იყვის უარს, თუ პარლამენტისგან ასეთი მოთხოვნა იქნება. მიმდინარე კვირაში ჩვენ დაგეგმილი გვქონდა მინისტრის საათი, სადაც შს მინისტრს უნდა მოვუსმინოთ, თუ იქნება კონსულტაციები და შეთანხმება ამაზე, შეგვიძლია, პლენარულ სხდომაზე მოვუსმინოთ სხვა პროფილის მინისტრებს, მთავრობას ზუსტად ამ თემაზე და არა მართლწესრიგის საკითხებზე, რაც შეიძლება მომდევნო კვირებში გადაიდოს და მაღალი პრიორიტეტი ამ საკითხს მივანიჭოთ. ასე, რომ მოგიწოდებთ, ამაზე კონსულტაციები გამართოთ და ამ ორი დღის განმავლობაში შევძლოთ ორგანიზება, სადაც საზოგადოებას ყველა კითხვაზე მეტი ინფორმაცია მიეწოდება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მსგავსი თემები