“COVAX-ი ვაქცინის მოწოდების 2-3 კვირიან გადავადებაზე საუბრობს” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ COVAX პლატფორმა ვაქცინის მოწოდების 2-3 კვირიან გადავადებაზე საუბრობს. 

“საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და ბოსნია – ეს ის 4 ქვეყანაა, რომელიც “ფაიზერის” მისაღებად შეირჩა. ​ჩვენ ყველამ მივიღეთ ერთნაირი კომუნიკაცია 29 იანვარს, სადაც მითითებული იყო ვაქცინის მიღების თარიღად თებერვლის შუა რიცხვებიდან, თებერვლის ბოლომდე. ეს თარიღები ყველა ქვეყნისთვის ერთნაირად გადავადდა. 

ჩვენ, კვლავ ვაგრძელებთ COVAX-თან და “ფაიზერთან” თანამშრომლობას და გვაქვს მოლოდინი, რომ ეს გადავადება მოკლე ხანში აღმოიფხვრება. COVAX პლატფორმა 2-3 კვირიან გადავადებაზე საუბრობს. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს დაპირება მიმწოდებლის პირობის შესრულებაზეა დამოკიდებული,”- განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

თამარ გაბუნია აცხადებს, რომ არსებული მოლოდინით, ვაქცინაციის დაწყება მარტს აღარ უნდა გადასცდეს. 

მსგავსი თემები