პარლამენტთან ვითარება დაიძაბა

ვითარება პარლამენტთან დაძაბულია, ცოტა ხნის აქციის მონაწილეებს ჰქონდათ პერფორმანსის მცდელობა, მათ პოლიციელებს მიუტანეს ენერგეტიკული სასმელები.

შეხლა – შემოხლა აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის ჩიტაძის ქუჩაზე მოხდა:

„უბრალოდ გამოვხატავდით პროტესტს, არ გვაძლევენ საშუალება ხმა მივაწვდინოთ იქ მყოფ დეპუტატებს, ახლა ვიმყოფებით პარლამენტის შენობის შესასვლელთან, პიკეტირების პროცესში მოხდა დაპირისპირება, რის გამოც დააკავეს 7 აქტივისტი, ხოლო გადაკეტეს მიმდებარე ქუჩები და პიკეტირების პროცესში მონაწილე პირები, როგორც კი გადიან მიმდებარე ტერიტორიიდან უწევენ წინააღმდეგობას სამართალდამცავები, რათა არ შეძლონ უკან მიბრუნება,“ – განუცხადა „მედიაცენტრ მთავარს“ პარტია გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა იზა სურმანიძემ.

შეგახსნებთ სამართალდამცავებმა აქციაზე 7 პირი დააკავეს.

მსგავსი თემები