პარლამენტთან ერთი პირი დააკავეს. საკანონმდებლო ორგანოსთან სადაც ოპოზიცია სამოქალაქო აქტივისტეთან ერთად პიკეტირების აქციის მოსაწყობად დღეს დილიდან მივიდა დეპუტატების გამოჩენას ხმაური მოჰყვა. აქციის მონაწილეები მათ შეძახილებით შეხვდნენ, რასაც სამართალდამცველებსა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა.
დაკავებულია “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი ბესო გაზდელიანი.
საერთაშორისო შუამავლებთან ერთად რამდენიმე საათიანი შეხვედრის მიუხედავად ოპოზიცია გეგმების შეცვლას და აქციებზე უარის თქმას არ აპირებს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ძირითადი მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება.
პარლამენტთან მობილიზებულია პოლიცია, მათ სპეციალური კორიდორი აქვთ მოწყობილი რომელიც საავტომობილო გზის გამტარობას უზრუნველყოფს.