პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და ოპოზიციური სპექტრი ესწრებოდა.
როგორც მხარეები აცხადებენ, შეთანხმება მიღწეულია, რომ პოლიტიკური ვითარება განიმუხტოს და პოზიციამ და ოპოზიციამ შეთანხმებას მიაღწიოს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ გვაქვს პრინციული პოზიცია გარკვეულ საკითხებზე და დიალოგი გაგრძელდება.
შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა და ის 2 საათზე მეტი გაგრძელდა. დღეს კონკრეტული შეთანხმება არ შემდგარა, თუმცა 2 კვირაში, შეხვედრა ბრიუსელში, ევროსაბჭოს ჩართულობითა და აქტიური მონაწილეობით გაგრძელდება.