საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე სახლის პირობებში მკურნალობს და თავს კარგად გრძნობს.
როგორც ხუნდაძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ტემპერატურა გუშინ ჰქონდა, დღეს კი სიცხე არ აქვს და არც სხვა ჩივილი აწუხებს.
„თვითიზოლაციაში სახლის პირობებში ვიმყოფები. კარგად ვარ, არაფერი მაწუხებს, მხოლოდ ერთი დღე მქონდა ტემპერატურის მატება. სხვა მხრივ, ენერგიულად ვარ და ამ ეტაპისთვის, არაფერი მაწუხებს“ – განუცხადა დიმიტრი ხუნდაძემ „მედიაცენტრ მთავარს“.
შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელს „კოვიდ 19“ დაუდასტურდა.