ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მონაწილეობით, 20:00 საათზე, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა დაიგეგმა.
ოპოზიციის ლიდერები ამ წუთებში პრეზიდენტის რეზიდენციაში, მიდიან, სადაც შეხვედრა რამდენიმე წუთში დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ოპოზიციასთან დიალოგთან და არსებული კრიზისის განმუხტვასთან დაკავშირებით მკვეთრი გზავნილები გააჟღერა და ხელისუფლებას მიმართა, ყველაფერი გააკეთოს ვითარების განსამუხტად.
ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანას ისე დატოვებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზოციციას შორის პირველ შეხვედრას თავადაც დაესწრება. შეხვედრა პრეზიდენტის, ათონელის რეზიდენციაში იმართება. შეხვედრაში მონაწილეობას პრემიერ-მინისტრიც მიიღებს.