სომხეთის პრემიერ-მინისტრი გადადგა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი გადადგა, – ამის შესახებ ნათქვამია მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რადიკალური ოპოზიცია სომხეთში 13 აპრილიდან მასობრივ აქციებს იმის გამო ატარებს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის კანდიდატურა წარადგინეს. აქციების მიუხედავად, 17 აპრილს სომხეთის პარლამენტმა სარგსიანი პრემიერ-მინისტრად აირჩია, აქციის ორგანიზატორმა ნიკოლ ფაშინიანმა კი განაცხადა, რომ „ხავერდოვან რევოლუციას“ იწყებს.

“ნიკოლ ფაშინიანი მართალი იყო. მე შევცდი”, – ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის პრემიერ-მინისტრის, სერჟ სარგსიანის განცხადებაში, რომელიც პოსტიდან მის გადადგომას ეხება.

„შექმნილი სიტუაციიდან არსებობს რამდენიმე გამოსავალი. თუმცა, მე არც ერთ მათგანს არ ავირჩევ. ეს ჩემი არ არის. ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. ქუჩის მოძრაობა ჩემი დანიშვნის წინააღმდეგია. მე ვასრულებ თქვენს მოთხოვნას: მშვიდობას და ჰარმონიას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას”, – ნათქვამია სერჟ სარგსიანის განცხადებაში.

 

მსგავსი თემები