“ევროკავშირი არსად წასულა, აქ არის” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტი იმისი მანიშნებელია, რომ ევროკავშირისთვის საქართველო მნიშვნელოვანია.

აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირს საქართველოსგან სჭირდება მეტი სტაბილურობა, მეტი დემოკრატია და მეტი ეკონომიკური განვითარება.

“დღეს პრეზიდენტის ჩამოსვლა საქართველოში ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა, აქ არის და როგორც არასდროს, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ თავისი ევროპული გზა, თავისი დემოკრატიული გზა გააგრძელოს და არაფერმა ამ გზაზე არ შეუშალოს ხელი.

ევროკავშირს საქართველოსგან სჭირდება მეტი სტაბილურობა, მეტი დემოკრატია და მეტი ეკონომიკური განვითარება,” – აღნიშნა პრეზიდენტმა. 

მსგავსი თემები