ნიუ-იორკში მცხოვრებმა ქართველებმა საქართველოს გენერალურ საკონსულოსთან ნიკა მელიას დაპატიმრება აქციით გააპროტესტეს

შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა ქართველებმა ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურ საკონსულოსთან აქცია გამართეს და ნიკა მელიას დაპატიმრება გააპროტესტეს.

ადგილზე შეკრებილებმა შეაგროვეს ხელმოწერებიც. წერილით რომელსაც ხელს 388 ადამიანი აწერს, ემიგრანტები სახელმწიფო დეპარტამენტისგან საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ.

მსგავსი თემები