პოლიტიკური დევნის შეჩერება, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავიდან დაკომპლექტება – ეს ის მოთხოვნებია, რომელსაც მოძრაობა „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას უყენებს და ორკვირიან ვადას აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავარი გამზირი კარვებით გადაიკეტება.
ლ„ნიკა მელიას დაკავებით ხელისუფლებამ ყოველგვარი წითელი ხაზები გადაკვეთა. გაასამართლა ანტისაოკუპაციო მოძრაობა, რომლებმაც გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლა გააპროტესტეს. მოძრაობა „საქართველოსთვის“ აპროტესტებს საქართველოს „რუსეთიზაციას“ და აცხადებს, რომ საქართველო არასდროს გახდება რუსეთი. არასდროს შევეგუებით ასი წლის წინ დაბრუნებას. ჩვენი მოძრაობის წევრებმა დღეს სიმბოლურად გავიტანეთ კარავი რუსთაველის გამზირზე. იმ სამი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საქართველოს საოკუპაციო ხელისუფლებას ვაძლევთ ორკვირიან ვადას“ – აცხადებენ მოძრაობის წევრები.