ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა

 ოჯახის ინფორმაციით, ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 35 წლის პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა. პატიმარ ზაზა ჩაფიძესის მეუღლის, ნინო მეფარიშვილის ინფორმაციით, რომელიც ამავდროულად ბრალდებულის ადვოკატია, დაზიანება მას მუცლის არესა და ხელებზე აქვს. ნინო მეფარიშვილის ინფორმაციითვე, პატიმარმა დაზიანება პროტესტის ნიშნად მიიყენა, რადგან მას ქვემო კიდურების ღრმა ვენების თრომბოზი აქვს და ციხის ადმინისტრაციას ის საავადმყოფოში არ გადაჰყავს. მეფარიშვილის თქმით, ამ დროისთვის ბრალდებულის მდგომარეობა რთულია, რადგან მას სათანადო დახმარება არ აღმოუჩინეს. ოჯახი ვარაუდობს, რომ პატიმარი საავადმყოფოში პროკურატურის დაკვეთით არ გადაჰყავთ, რადგან სურთ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნას. პატიმრის მეუღლე დახმარებისთვის სახალხო დამცველს მიმართავს. ზაზა ჩაფიძე სასჯელს 2020 წელს … ვრცლად ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა