“ყველა აღიარებს, რომ ნიკა მელიას ჩადენილი აქვს დანაშაული, უბრალოდ, ზოგს არ მოეწონა მისი დაპატიმრების ფორმა” – სოზარ სუბარი

  •  

ყველა აღიარებს, რომ ნიკა მელიას ჩადენილი აქვს დანაშაული, უბრალოდ ზოგს არ მოეწონა მისი დაპატიმრების ფორმა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განცხადა.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, ყველას აქვს უფლება, მშვიდად და წყნარად შეკრების, არანაირი შეზღუდვა ამ მხრივ არ არსებობს.

„პირიქით ხელს შევუწყობთ, რომ მათი უსაფრთხოება მანდ იყოს დაცული თუკი კანონის ჩარჩოებში ჩაჯდებიან და არ მოხდება ის, რაც მოხდა 20 ივნისს. სპეცდანიშნულების რაზმები უნდა იყვნენ ასეთ დროს. თქვენ კარგად გახსოვთ, რა მოხდა შეერთებულ შტატებში, შტურმის შემდეგ. მთელი თვის განმავლობაში გადაკეტილი იყო პერიმეტრი თეთრი სახლის მიმდებარედ. უსაფრთხოების დაცვა არის ყველგან აუცილებელი შტატებში, საფრანგეთშიც, საქართველოშიც. რაც შეეხება პოლიტიკურ პატიმრებს. საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობს. ზოგჯერ არის ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლების მხრიდან მსგავსი განცხადებები. კარგი იქნება მათაც დეტალურად შეისწავლონ თითოეული საქმე. ყველა აღიარებს, რომ ნიკა მელიას აქვს დანაშაული ჩადენილი, უბრალოდ ზოგს არ მოეწონა მისი დაპატიმრების ფორმა“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

მსგავსი თემები