შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ინფორმაციით, დღეს, 26 თებერვალს, თბილისში მიმდინარეობს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა, რის გამოც დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 13:00 საათიდან დროებით შეიზღუდება გადაადგილება პეტრე მელიქიშვილის ქუჩასა და მერაბ კოსტავას გამზირზე.
მსვლელობისა და აქციის დროს ასევე შეიზღუდება გადაადგილება რუსთაველის გამზირსა და მასზე გამომავალ შემდეგ ქუჩებზე:
• ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩა • მიტროფანე ლაღიძის ქუჩა • ბესიკის ქუჩა • ლესია უკრაინკას ქუჩა • ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩა • 9 აპრილის ქუჩა • ანტონ ფურცელაძის ქუჩა • არჩილ ჯორჯაძის ქუჩა • გია ჭანტურიას ქუჩა
• რეზო ლაღიძის ქუჩა • ვასო აბაშიძის ქუჩა • მესხიას ქუჩა
უწყების ცნობით, ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება შემდეგი ალტერნატიული გზებით: მარჯვენა სანაპიროსა და რეზო თაბუკაშვილის ქუჩის გავლით, ასევე, ჭონქაძის ქუჩის გავლით, ზემო ვერის მიმართულებით.
ტრანსპორტის ნაკადის უსაფრთხო გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ. აქცია-მსვლელობის დამთავრებისთანავე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება.