თბილისში ევროსაბჭოს პრეზიდენტი ჩამოდის

ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს მომავალ კვირაში ესტუმრება.

დაგეგმილი ტურნეს ფარგლებში, მაღალი რინგის სტუმარი მოლდოვასა და უკრაინაშიც ჩავა. შარლ მიშელი შეხვედრას გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან. სტუმარი ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდება. ასევე, მოინახულებს საქართველოს საზღვრისპირა სოფლებს.

მსგავსი თემები