ნიკანორ მელიას საქმესთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. როგორც პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განმარტა, თუ გირაოს თანხა დაიფარება, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თხოვნით მიმარათავენ.
„გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, როგორც ბრალდებას აქამდე არაერთხელ განუცხადებია, რომ ნიკანორ მელიას პატიმრობა არ არის პროკურატურის თვითმიზანი. შესაბამისად, დაცვის მხარის მიერ მოსამართლის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე“, – განაცხადა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა.