„ვგმობ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს“ – დიმიტრო ხუნდაძე

„ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია, მით უმეტეს ჟურნალისტზე,“ – ამის შესახებ  პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ხუნდაძე ვახო სანაისა და მის ოჯახზე მომხდარი თავდასხმის ფაქტს ეხმაურება:

„კონკრეტული შემთხვევა კიდევ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს, რადგან ვახო ოჯახის წევრებთან და მცირე წლოვან ბავშვთან ერთად იმყოფებოდა. მივიჩნევ, რომ მსგავსი ფაქტები უბრალოდ არა უნდა ხდებოდეს და რადგან მოხდა მკაცრი პასუხი უნდა გაეცეს ყველას. ნებისმიერი დანაშაული უნდა აღიკვეთოს, მიუხედავად იმისა ვინ არის მსხვერპლი და ვინ არის დამნაშავე. სამართალდამცავებს კი ვუხდი მადლობას, რომ ეჭვმიტანილები მყისიერად დააკავეს. თავდასხმის მიზეზს კი იმედია გამოძიება დაადგენს,“ – განაცხადა ხუნდაძემ.

მსგავსი თემები