„პოლარიზაცია აზიანებს არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ყველაზე მთავარს – ჩვენი ქვეყნის განვითარებას“ – კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას კიდევ ერთხელ შეაფასა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ხაზი გაუსვა დიალოგის აუცილებლობას.

კახა კალაძის განცხადებით, დასავლეთის მხრიდან გაკეთებული მოწოდებები საქართველოს მხარდაჭერისა და გულშემატკივრობის გამოხატულებაა. 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოწოდებები,  რასაც ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში, რადგან ეს ადამიანები არიან ჩვენი ქვეყნის  გულშემატკივრები. ყველა ხედავს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ქვეყნის დემოკრატიული  განვითარების პროცესს, რაც განსაკუთრებით ბოლო წლებში იგრძნობა და შესაბამისად, რა თქმა უნდა, არის მოლოდინი  იმისა, რომ ეს პროცესი არ შეჩერდება. ამიტომ, ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამ უნდა მოვახერხოთ გარკვეულწილად ერთმანეთთან საუბარი, მოლაპარაკება, პოლიტიკური დისკუსია, რადგან  სხვანაირად წარმოუდგენელია.

ეს ყველაფერი აზიანებს არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რაც არის, აზიანებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას, აზიანებს ჩვენი ქვეყნის მომავალს. შესაბამისად, საუბრის დაწყება, პოლიტიკური დისკუსია, კომპრომისი არის აუცილებელი, თუმცა კომპრომისი  ცალმხრივი ვერ იქნება, ეს უნდა იყოს ორმხრივი. დიალოგს ზოგადად არ აქვს ალტერნატივა,  არც ახლა და არც მომავალში“,- აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები