“ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიას თავს დაესხნენ, დაკავებულია 3 პირი

  “ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიასა და მისი მეუღლის ნათესავზე თავდასხმის ფაქტზე 3 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი – 1993 წელს დაბადებული ვ.გ., 1988 წელს დაბადებული გ.ს. და 1988 წელს დაბადებული ს.ს. თბილისში დააკავეს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად ფიზიკური ძალადობა განახორციელეს ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტის – 1985 წელს დაბადებული ვ.ს.-ს და მისი მეუღლის ნათესავის 1986 წელს დაბადებულ … ვრცლად “ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიას თავს დაესხნენ, დაკავებულია 3 პირი