კვირის ბოლოს დაზუსტდება, საქართველო ვაქცინის დოზას როდის მიიღებს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის,  თამარ გაბუნიას განცხადებით, კოვიდ ვაქცინასთან დაკავშირებით კონსულტაცია კვირის ბოლომდე გაიმართება, სადაც დაზუსტდება ვაქცინასთან დაკავშირებული დეტალები.

„ამ კვირაში, ჩვენ მივიღეთ დამატებითი პირობები „ფაიზერის“ ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით. კვირის ბოლომდე შედგება კონსულტაცია „კოვაქსის“, „ფაიზერისა“ და საქართველოს მონაწილეობით, სადაც ყველა დეტალი დაზუსტდება და გაირკვევა, როდის მივიღებთ შეპირებულ 29 250 ვაქცინის დოზას, რაც „კოვაქს პლატფორმიდან“ საქართველომ უნდა მიიღოს. ამ დოზებს თებერვლის ბოლომდე ველოდებოდით, მაგრამ დაყენებული დამატებითი მოთხოვნების გამო, მთლიანად ყველა იმ ქვეყანაში, ვისაც ეს დოზები უნდა მიეღო, გარკვეული გადავადება გამოვიდა. ვფიქრობ, მომავალ კვირას გვექნება უფრო მეტი დეტალი, რომ ვიცოდეთ: საიდან ჩამოდის, როდის ჩამოდის და თუ როდის გვექნება მისი მიღების საშუალება“, – განაცხადა გაბუნიამ.

მსგავსი თემები