ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ე.წ. კომენდანტის საკმაოდ ეფექტური გამოდგა მობილობის კონტროლისთვის. რეგულაციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით, მან, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მედიასთან ისაუბრა.
„ე.წ. კომენდანტის საათი ძალიან ეფექტური გამოდგა მობილობის კონტროლისთვის. როდესაც ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება ამდენი შეზღუდვის შემსუბუქებაზე, ძალიან მნიშვნელოვანია ის ეტაპობრიობა, რომელსაც ჩვენ ამდენი ხანი მივყვებოდით. შემდეგი ანალიზის საფუძველზე უნდა მივიღოთ უკვე გადაწყვეტილება იმაზე თუ რამდენად შემსუბუქდება დამატებით კიდევ ის შეზღუდვები, რომელიც დარჩა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური შეზღუდვა, რომელმაც ჩვენ რეალურად შედეგი დაგვანახა და მისი შენარჩუნება მნიშვნელოვანია“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
როგორც თამარ გაბუნიამ განმარტა, ამ ეტაპისთვის, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გარკვეულწილად სტაბილურია.
„ვითარება სტაბილურია, თუმცა არ არის იდეალური მდგომარეობა, რომელიც ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ დღევანდელი შემსუბუქების პირობებში მთავარი ამოცანაა, ეს მდგომარეობა შენარჩუნდეს და არ მოხდეს მისი გაუარესება“ – განაცხადა გაბუნიამ.