საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, უმაღლესი სასწალებლები აუდიტორიულ სწავლებას უბრუნდებიან. სპორტული დარბაზებიც მუშაობას განაახლებენ.
- უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ 1 მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას – 15 მარტიდან;
- სასკოლო წრეები ასევე განახლდება 15 მარტიდან;
- მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ 1 მარტიდან;
- თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) 1 აპრილიდან.