რაგბის კავშირში ისევ დაპირპირებაა, მოედანზე ბიზნესმენი მშენებელი შემოვიდა

ამ წუთებში, ავჭალის სტადიონის ბაზაზე ისევ დაპირისპირებაა. მიზეზი კი რაგბის კავშირში, დღეს 15:00 საათზე დაგეგმილი ყრილობაა, რომელმაც პრეზიდენტის კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უმდა მიიღოს.

არადა, კავშირს არჩეული პრეზიდენტი უკვე ჰყავს, თუმცა, ირაკლი აბუსერიძე საჯარო რეესტრმა პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა.

ყრილობის ჩატარება დღესაც დაპირისპირებისა და პოლიციის ჩართულობით ხდება. ადგილზე მობილიზებულია როგორც საპატრულო ეკიპაჟები, ისე გამარჯვებული პრეზიდენტის მომხრეები.

ადგილზე იმყოფება პრეზიდენტობის ახალი კანდიდატი, მშენებელი და ბიზნესმენი იოსებ ტყემალაძე, რომელიც აცხადებს, რომ ყრილობა წესების დაცვით დაიგეგმა და ჩატარდება კიდეც.

​ტყემალაძესა და საქართველოს რაგბის ნაკრების ყოფილ კაპიტან ირაკლი მაჩხანელს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც კი მოხდა. მაჩხანელმა ტყემალაძეს მატყუარა უწოდა.

ადგილზე შეკრებილი რაგბისტები ტყემალაძეს მოუწოდებენ, რომ რაგბს თავი დაანებოს და მშენებლობას მიხედოს. მას რაგბისტები შეურაცხმყოფელი სიტყვებითაც მიმართავენ და აცხადებენ რომ რაგბის ოჯახში მისი ადგილი არ არის.


მსგავსი თემები