“მადლობა ელჩებს, რომ ისინიც ეძებენ გამოსავალს არსებული სიტუაციიდან” – სერგო ჩიხლაძე

მადლობა ელჩებს, რომ ისინიც ეძებენ გამოსავალს არსებული სიტუაციიდან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი სერგო ჩიხლაძე ოპოზიციის წარმომადგენლების ფასილიტატორ ელჩებთან შეხვედრის შესახებ.

ჩიხლაძის თქმით, ელჩების ოპოზიციასთან მორიგი შეხვედრა იგეგმება დიპლომატების „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

„ელჩებთან შეხვედრაზე რაიმე სახის გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული. უბრალოდ, ბოლო დღეების ვითარება კიდევ ერთხელ ავუხსენით ელჩებს. ისინი ძალიან შეშფოთებული არიან და მადლობა მინდა, ვუთხრა, რომ ისინიც ეძებენ გამოსავალს ამ სიტუაციიდან. ჩვენ დავუდასტურეთ, „ქართული ოცნების“ მხრიდან თუ იქნება შემხვედრი ნაბიჯები, კვლავ მზად ვართ მოლაპარაკეკებისთვის. დიდი მოწონებით შეხვდნენ ჩვენს მზაობას და ამიტომ ჯერი „ქართულ ოცნებაზეა“ ისევ. შეხვედრები გაგრძელდება ელჩებთან. „ქართულ ოცნებას“ როდესაც გაესაუბრებიან, სავარაუდოდ კვლავ შედგება ჩვენი შეხვედრა“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

მსგავსი თემები