აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები და კონგრესმენები საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
განცხადებას ხელს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი სენატორი, ჯიმ რიში, მისი დემოკრატი კოლეგა, ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი და წარმომადგენელთა პალატის მხრიდან, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები – რესპუბლიკელი ადამ კინზინგერი და დემოკრატი ჯერი კონოლი აწერენ.
„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, შეჭრილიყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ ოფისში მისი ლიდერ ნიკა მელიას და სხვა ათობით აქტივისტის დასაკავებლად, ფუნდამენტურად შემაშფოთებელია. საქართველოს სამართალდამცავი ძალებისა და სასამართლოს კორუმპირებული გამოყენება პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებების აღსასრულებლად, საფრთხეს უქმნის იმას, რაც საქართველოს დარჩა დემოკრატიისგან და ევროატლანტიკური გზისგან. ჩვენ მოვუწოდებთ, ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ, მათ შორის, ბატონი მელიასა და გიორგი რურუასი. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოში პროვოკაციები უნდა შეწყვიტოს და მოილაპარაკოს კრიზისის მშვიდობიანი გადაწვეტა“ – ნათქვამია განცხადებაში.